თეორემა

დასავლეთის ლიდერობა / აბორტი / პანკი

გადაცემის სტუმრები: გია ხადური, ლაშა ბუღაძე, დავით ზურაბიშვილი და თათა ცოფურაშვილი.

- დღეისთვის მსოფლიო სიმდიდრე დაახლოებით 240 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ამ სიმდიდრის ორ მესამედი დასავლეთს ეკუთვნის - ევროპელებს, ჩრილო-ამერიკელებს და ავსტრალიელებს. ეს მაშინ, როდესაც დასავლეთის მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 19% პროცენტია. გადაცემის პირველ ნაწილში დასავლეთის 500 წლიანი ლიდერობის მიზეზებზე ვისაუბრებთ.

- არისტოტელეს აზრით, უკანონო და კანონიერ აბორტს შორის წყალგამყოფად უნდა იქცეს ჩანასახის მიერ მგრძნობელობის უნარის შეძენისა და მისი ცოცხლად ყოფნის ფაქტი. ის, რომ სიცოცხლის ხელყოფა დაუშვებელია, ყველასთვის ცხადია, მაგრამ აბორტის აკრძალვის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როდიდან იწყება ჩანასახის სიცოცხლე. ამასობაში, კვლევები მოწმობს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ერთი ქალი საშუალოდ სამ აბორტს იკეთებს, ეს მაშინ, როდესაც "გარყვნილ" ამერიკაში 5 ქალზე ერთი აბორტი მოდის. გადაცემის მეორე ნაწილში სალომე ბარკერი აბორტის შესახებ ხალხის აზრს გაგვაცნობს.

- "ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი" - ეს პანკ ლოცვაა, რომელიც ერთი წლის წინ მაცხოვრის ტაძარში აღევლინა. მომლოცველებმა პუტინის ციხეში ამოყვეს თავი. რა არის პანკი - აქტივიზმი, მუსიკალური ჟანრი თუ ორივე ერთად? - ამის შესახებ გადაცემის ბოლო ნაწილში ვისაუბრებთ.

კომენტარები