საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

რევაზ არველაძე: 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას ვეცდები

worldsport.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, რევაზ არველაძე, 2015 წელს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ამის შესახებ არველაძემ გაზეთ ყველა სიახლესთან ინტერვიუში განაცხადა.

"დიახ. ჩემი პრინციპია - არასდროს არაფერს ვაკეთებ იმის წინააღმდეგ, ვისთან ერთადაც ვმუშაობ! ამას კონფორმიზმად ნუ ჩამითვლით, ეს ადამიანური პოზიციაა და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი. არ მიყვარს ხალხი, ვინც შინაურსა და გარეულს ვერ არჩევს და სხვების წინ გადახტომით არის დაკავებული. ფეხბურთის ფედერაცია წარმატებით მუშაობს, მაგრამ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მეც მივიღებ", - განაცხადა რევაზ არველაძემ.

ინტერვიუში, გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ახლო მომავალში ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების მთავარ მწვრთნელს შორის საუბარი შედგება და შესაძლოა კონტრაქტის პირობებიც გადაიხედოს.

კომენტარები