NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 79%-ს მოსწონს პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელება

ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა თემაზე - საზოგადოების განწყობა საქართველოში.

გამოკითხულთა 79% მოსწონს ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერმინისტრის კანდიდატად დასახელებული კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი. 8%-ს არ მოსწონს.

გამოკითხულთა 43% კი, ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებას ამართლებს, 23% არ ამართლებს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბერის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

 

კომენტარები