ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა თემაზე - საზოგადოების განწყობა საქართველოში.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანდაცვის რეფორმაა. თუმცა, რეფორმის განხორციელებას მომდევნო 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 29% მოელის.
გამოკითხულთა 37%-ის აზრით, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის რეფორმა, რომლის განხორციელებასაც 28% მომდევნო 6 თვეში ელის.
განათლების რეფორმის აუცილებლობას კი 31% მიიჩნევს. საპენსიო რეფორმას 29%, ხოლო შრომის კოდექსის რეფორმას 28%.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბერის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).





