ვანო მერაბიშვილის საქმე

26 მაისის საქმეში დენსუსის დასკვნა მტკიცებულებად ჩაიდო

https://www.facebook.com/Merabishvili.vano?fref=ts

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ამერიკული კომპანია დენსუსის დასკვნა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილის საქმეში ჩადო. დენსუსის დასკვნის მტკიცებულებად გამოყენებას დაცვის მხარე ვანო მერაბიშვილის წინასასამართლო პროცესის განმავლობაში ითხოვდა, პროკურატურა კი აღნიშნული დასკვნის საქმეში გამოყენების წინააღმდეგი იყო.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ასევე ითხოვდა, რომ დენსუსთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილი არ დაკითხულიყო, თუმცა არც აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყოფილი პრემიერმინისტრი სასამართლო პროცესის არსებითი განხილვისას ამერიკული კომპანიის დასკვნასთან დაკავშირებით დაიკითხება.

დღევანდელ პროცესზე ცნობილი გახდება, დაიკითხება თუ არა ის 15 პირი მოწმის სახით, რომელთაც 26 მაისის საქმეზე ჩვენება აქვს მიცემული. პროკურატურის პოზიციაა, რომ არ მოხდეს აღნიშნული პირების ჩვენების გამოკვლევა და არც მოწმედ გამოძახება. დაცვის მხარის პოზიცია სასამართლო პროცესის განახლების შემდეგ გახდება ცნობილი. 15-წევრიან ნუსხაში არიან - გიორგი ხიზანიშვილი, რომელიც პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს; გიორგი გრიგალაშვილი, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა; კახა გელაშვილი, რომელიც დაცვის პოლიციის უფროსი იყო და შალვა ჯანაშვილი, რომელიც იმ პერიოდში მინისტრის მოადგილე იყო.

კომენტარები