ვილნიუსის სამიტი

ფანჯიკიძე უკრაინაზე: მსგავსი სახის გამწვავებებს ჩვენც უნდა ველოდოთ

ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. ფანჯიკიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ზეწოლა საქართველოზეც განახორციელოს. ვილნიუსის სამიტზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და მისი შემადგენელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პარაფირება იგეგმება.

„თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, იმას რომ დღეს გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის ბატონი იანუკოვიჩის განცხადება, იმის თაობაზე, რომ უარის თქმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე გამოიწვია რუსეთის მიერ განხორციელებულმა წნეხმა, რასაკვირველია, მსგავსი სახის გამწვავებებს ჩვენ უნდა ველოდოთ და ამისათვის მომზადებულები უნდა ვიყოთ, ჯერჯერობით, მე ვფიქრობ, რომ სააქართველოს მთავრობამ ყოველთვის სწორი რექაცია გააკეთა, ასეთ პროვოკაციულ ქმედებებზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "პირველ სტუდიაში" სტუმრობისას ფანჯიკიძემ ასევე განაცხადა:

"აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამა რომელიც ევროკავშირმა შექმნა იმისათვის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მეტი ინტეგრაცია მოეხდინა ევროპულ სტრუქტურებში მოიცავდა ექვს ქვეყანას. მხოლოდ სამი ქვეყანა აპირებდა ვილნიუსის სამიტზე კონკრეტული შედეგებით წარდგენას და ეს სამიტი უნდა ყოფილიყო შედეგების სამიტი სამწუხაროა რომ ჩვენს რიგებს გამოაკლდა უკრაინა და მხოლოდ ორი ქვეყნის შესახებ იქნება მსჯელობა ეს იქნება მოლდოვა და საქართველო და იმედი მაქვს არაფერი შეიცვლება და მოვახდენთ ხელშეკრულების პარაფირებას ევროკავშირთან.

ცუდია როცა 6 დან 2 აღწევს კონკრეტულ შედეგს . ჩვენთვის არაფერი იცვლება მივდივართ იმ გზით რომელიც ავირჩიეთ . სერიუზული განაცხადით ჩავდივართ ვილნიუსში ეს ეხება არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებას, არამედ მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცეს, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს გარდა ამისა ველით ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში მიღწეული წარმატებების აღიარებას ვილნიუსში ჩვენი მხრიდან პარაფირებას ხელს არაფერი შეუშლის ისევე, როგორც ევროკავშირის მხირდან” - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარები