ქველმოქმედება

პოეტებმა უსახლკაროთა თავშესაფრის დასახმარებლად აქცია გამართეს

19 ნოემბერს, საღამოს მწერალთა სახლმა არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობას ინიციატივის - უსახლკაროთა თავშესაფრის დასახმარებლად ახალგაზრდა ქართველ პოეტებს უმასპინძლა. იდენტობა თავშესაფრის მოწყობის ინიციატივით გამოვიდა, რასაც სამღვდელოების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

აქციის მონაწილეებმა საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდეს, ქუჩაში მცხოვრები ადამიანების გადასარჩენად. 

კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა მედიას განუცხადა, რომ ეკლესია არ დაზოგავს არც ერთ ადამიანს, ვინც ამ პროექტს მხარს დაუჭერს. საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა:

“გარკვეულმა ჯგუფებმა თვითონ მოაწყონ ესეთი თავშესაფრები... უკაცრავად, მაგრამ ქვეყანაში არსებობს წესრიგი, არსებობს კანონმდებლობა და ამას უნდა პატივი ვცეთ ყველამ. თუ ვინმეს კეთილი საქმის გაკეთება უნდა, ეს კეთილი საქმე, უნდა გააკეთოს ისე, რომ არ დაარღვიოს კანონი”.

კომენტარები