ჩვენ რუსეთთან პოლიტიკა არ შეგვიცვლია, - ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საზღვრების გადმოწევაზე საქართველოს მთავრობას მყისიერი პასუხი ჰქონდა და მმართველი გუნდი არც სამომავლოდ აპირებს პოლიტიკის შეცვლას. მისი თქმით, საქართველოს რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებაში დასავლეთის იმედი აქვს.
”ჩვენ რუსეთთან პოლიტიკა არ შეგვიცვლია. ჩვენ რუსეთის ყველა ნაბიჯზე გვქონდა მყისიერი და მკაცრი პასუხი. დასავლეთსაც არ შეუცვლია თავისი დამოკიდებულება საქართველოსადმი. რა თქმა უნდა, ჩვენი და რუსეთის ურთიერთობის მოგვარებაში დასავლეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





