გაერთიანებული შტაბი

გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელად ვახტანგ კაპანაძის კანდიდატურას განხილავენ

radiotavisupleba.ge

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალ ხელმძღვანელად ვახტანგ კაპანაძის კანდიდატურას განხილავენ. თანამდებობას ამ დროისთვის ირაკლი ძნელაძე იკავებს. ცვლილების შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ადასტურებს. მისი განმარტებით, კაპანაძეს აქვს ძალიან კარგი განათლება და ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ის შეიარაღებული ძალებისთვის კარგი შენაძენი იქნება.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, შეიცვლება გაერთიანებული შტაბის სახელი და ”გენერალური შტაბი” დაერქმევა. დეპუტატის განმარტებით, ეს საკითხი საქართველოს ახალი კონსტიტუციით რეგულირდება.

 

კომენტარები