გაერთიანებული შტაბი

გიორგი კალანდაძეს და ზურაბ შამათავას უფლებამოსილება შეუჩერდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას უფლებამოსილება შეუჩერდათ. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურამ ამ შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ მიმართა. შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდენ. გიორგი კალანდაძე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული შტაბის უფროსად დარჩა.

 

კომენტარები