WSJ საქართველოს ევროინტეგრაციაზე

WSJ: საქართველოს წინ უმნიშვნელოვანესი და რთული 10 თვე ელის

dealbreaker.com

"საქართველო და მოლდოვაც ევროკავშირის გონებაში" - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal ნაფტალი ბენდავიდის სტატიას საქართველოს შესახებ.

ბენდავიდი წერ რომ ევროკავშირი იმედოვნებს,  საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება ხელმოწერამდე გადადგმული წინასწარი ნაბიჯი იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა დაადასტურეს სურვილი, 2014 წლის სექტემბერში საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ფანჯიკიძის თქმით მას 100%-იანი გარანტიის მიცემა არ შეუძლია, თუმცა დიდი ალბათობით მომავალ წელს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. 

 ბენდავიდის აზრით უახლესი 10 თვე კრიტიკული და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. რადგან თუ ამ ერთ წელში არ მოხდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, შემდეგ ევროკომისიის ახალი ჯგუფი შემოვა საქართველოში, რაც პროცესს გააჭიანურებს.

WSJ სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საქართველოში გაურკვეველი პოლიტიკური სიტუაციაა. ივანიშვილის მემკვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ 31 წლისაა და ოპოზიცია მას გამოუცდელობის გამო აკრიტიკებს. ბენდავიდის თქმით ოპოზიცია აცხადებს, რომ  ივანიშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ქვეყანას კულისებიდან მართავს, თუმცა თავად ივანიშვილი ამას უარყოფს. 

WSJ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის პოლიტიკური დევნა ხელშეკრულების გაფორმებას ხელს შეუშლის, ისე როგორც ეს უკრაინის, იულია ტიმოშენკოს საქმის, შემთხვევაში მოხდა.

"კითხვები არსებობს  ქარიზმატული და მკაცრად პროდასავლური მიხეილ სააკაშვილის მომავლზე. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი წუხს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მასთან დაახლოებული პირები პოლიტიკური მოტივების გამო შესაძლოა სასამართლოს წინაშე წარდგნენ" - წერს ბენდავიდი. სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე ფანჯიკიძის პოზიციას, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მას შეუძლია თამამად თქვას, რომ საქართველოში პოლიტიკური დაჭერები არ იქნება.

ბენდავიდი ასევე წერს, რომ სავარაუდოდ, ბელარუსისა და აზერბაიჯანისთვის ვილნიუსში არაფერი შეიცვლება, სომხეთმა კი ცოტა ხნის წინ ევროკავშირი შოკში ჩააგდო, როდესაც ევროკავშირზე უარი თქვა და რუსეთთან ურთიერთობა არჩია. ავტორის თქმით, ვილნიუსში წარმატება საქართველოსა და მოლდოვას იქნება, რომლებიც ასოცირების შეთანხმების პარაფირებას მოახდენენ. 

 

კომენტარები