ვილნიუსის სამიტი

პეტრიაშვილი: ტიმოშენკოს გათავისუფლების მოთხოვნა არასწორი იყო

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპის მხრიდან არასწორი იყო ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სანაცვლოდ უკრაინისთვის ექსპრემიერის იულია ტიმოშენკოს პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნა, "ამ ორი საკითხის მიბმა და მძევლად აყვანა ამ ხელმოწერის". ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს იგივე პრობლემა არ ემუქრება, რადგან საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივს ვერ დაინახავს. პეტრიაშვილის თქმით, მისივე თქმით, არჩეულ პრეზიდენტს ვილნიუსის სამიტზე ბევრი შესაძლებლობა ექნება იმისთვის, რომ დაამყაროს კონტაქტები და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდეს. მისივე თქმით, დაგეგმილია შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან.

კომენტარები