პატრიარქის მდივანი: ჩვენ არცერთ ადამიანს არ დავზოგავთ

საზოგადოება ეკლესიას გვერდით უნდა დაუდგეს და ერთად უნდა გავაპროტესტოთ ეს ამბავი. ამ ორგანიზაციაში არის დაზიანებული და დაავადებული ხალხი, როგორ შეიძლება მათ ბავშვები ჩავაბაროთ? ეს არის საშინელი, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს. ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოება ეკლესიას გვერდით დაუდგება. ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ ამ ამბავს. თუ ორგანიზაცია "იდენტობის" ინიციატივას მხარს სახალხო დამცველიც უჭერს, მაშინ სახალხო დამცველიც დაიმსახურებს კრიტიკას. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ბავშვების ბედი ვანდოთ? ამათ როგორ უნდა აღზარდონ ბავშვების ნაწილი? ამაზე უარესი ტრაგედია არ არსებობს. ეს გახდება ძალიან დიდი მსჯელობის და ძალიან დიდი სკანდალის საგანი. სახალხო დამცველის გარდა, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ამ საზოგადოების ინიციატივას დაუჭერს მხარს, ან ფინანსურ დახმარებას გაუწევს, ნებისმიერი ადამიანი გახდება კრიტიკის საგანი. ვინც ასეთი ადამიანების საქმიანობაში ქველმოქმედებას გამოიჩენს, ჩვენ არცერთ ადამიანს არ დავზოგავთ. ეს დაჯგუფება იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველაფერს გამოიყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციონ, განსაკუთრებით უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს საკითხი აუცილებლად გახდება მთელი საზოგადოების მსჯელობის საგანი, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, საქართველოს საპატრიარქოს მხარს დაუჭერს და ამ ფაქტს გააპროტესტებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" თბილისში უსახლკაროებისთვის თავშესაფრის გახსნას აპირებს, ამ ინიციატივას საქართველოს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი telegraph.ge-სთან ინტერვიუში ეხმაურება.

კომენტარები