ვალუტის კურსი

უცხოურ ვალუტასთან მიმართებით ლარი გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უკვე ერთი კვირაა, ეროვნული ვალუტა ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 8 ოქტომბერს, ლარი დოლართან მიმართებით 0.0056-ით გაუფასურდა. დღეს 1 აშშ დოლარი 1.6793 ლარი ღირს. ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო ერთი კვირაა ეცემა. 29 ოქტომბერს 1 აშშ დოლარი 1.6675 ლარი ღირდა.

ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან მიმართებით და 1 ევროს ღირებულებამ 2.2697 ლარს მიაღწია. 7 ოქტომბერს ევრო 2.2607 ლარი ღირდა.

ლარის კურსი 8 ნოემბერს ასევე დაეცა აზერბაიჯანულ მანათთან, რუსულ რუბლთან, კანადურ დოლართან, სომხურ დრამთან და ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებითაც.

კომენტარები