პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო 97 ხმით დაძლია.

საკანონმდებლო ორგანომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დღევანდელ სესიაზე განიხილა. პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კანონპროექტის ის ნორმა, რომლის თანახმად, მოსამართლეები უვადოდ დანიშვნამდე, სამწლიან გამოსაცდელ ვადას გაივლიან. პრეზიდენტის შეფასებით, ეს სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას ხელყოფს.

კომენტარები