2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ცესკო-ში აკრედიტებული მედიასაშუალებები ციხეებში არჩევნებს დააკვირდებიან

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ცესკო-ში აკრედიტებულ მედიასაშუალებებს ციხეებში არჩევნებზე დაკვირვების საშუალება მიეცემათ. სამინისტრო პენიტენციურ სისტემაში არჩევნების ჩატარებისათვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

“მედიასაშუალებების წარმომადგენლებს აუდიო-ვიდეო და ფოტოგადაღების განხორციელების უფლება მხოლოდ საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ექნებათ. აღნიშნული გადაღება პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით უნდა განხორციელდეს. კერძოდ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაღება და მასთან ინტერვიუს ჩაწერა მხოლოდ მისი თანხმობითაა შესაძლებელი.

პენიტენციურ სისტემაში გახსნილ საარჩევნო უბნებზე მედიის მუშაობის წესი, პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მესამე ნაწილისა და მინისტრის #176 ბრძანებით დამტკიცებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თვმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრა”, - წერია სამინისტროს განცხადებაში.

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, სამინისტროს მიზანი პენიტენციურ სისტემაში დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარების ხელშეწყობაა.

კომენტარები