მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატი ძალოსნობაში

დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში ქართველი სპორტსმენი გამოვა

მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატი ძალოსნობაში
allthingsgym.com

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირი 27 ოქტომბერს დასრულდება და მასში ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

დღეს, 69კგ წონით კატეგორიაში ფიცარნაგზე შოთა მიშველაძე გავა, ხვალ, 24 ოქტომბერს ჩემპიონატში გიორგი ლომთაძე (77კგ) ჩაერთვება, 27 ოქტომბერს კი ორი ქართველი მძიმეწონოსანი - ალბერტ კუზილოვი (105კგ) და ლაშა ტალახაძე (+105 კგ) იასპარეზებენ.

აღსანიშნავია, რომ მიშველაძის და ლომთაძისგან განსხვავებით, კუზილოვს და ტალახაძეს მედლისთვის ბრძოლის მეტი შანსი აქვთ.

კომენტარები