საკალათბურთო სუპერლიგა

ევროპაბეთი საკალათბურთო სუპერლიგის სპონსორი გახდა

ბესიკ ლიპარტელიანი და გიორგი გედევანიშვილი
msy.gov.ge

19 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგა აიღებს სათავეს. ეს რიგით 23-ე საქართველოს ჩემპიონატი იქნება კალათბურთში.

წელს სუპერლიგაში 9 გუნდი ითამაშებს - თბილისის გუნდები: არმია, სოხუმი, შსს აკადემია, ოლიმპი, დინამო და მაკაბი და რეგიონული გუნდები: ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი.

ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, 18 ოქტომბერს  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. 

საქართველოს კალათბურთის ფედერაცის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და კომპანია ევროპაბეთის დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა, სასპონსორო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მოახლოებულ სეზონში სუპერლიგის სპონსორი სწორედ ევროპაბეთი იქნება.


კომენტარები