საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჰოლანდიასთან 0:6 დამარცხდა

საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები
msy.gov.ge

2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ჰოლნადიის გუნდთან გამართა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალექსანდრე ჩივაძის ფეხბურთელები ჰოლანდიელ თანატოლებთან, ანგარიშით 0:6 დამარცხდნენ. 


მატჩში ანგარიში მე-14 წუთზე, ბეუტუსმა გახსნა. მცირე ხანში გათანაბრება შეეძლო გიორგი ჭანტურიას, თუმცა მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა. პირველი ნახევარი სტუმრებმა ტაიმის მიწურულს კასტანიოსის გატანილი გოლის წყალობით 0:2 მოიგეს.

მეორე ნახევარში ჰოლანდიელებმა ქართველ ახალგაზრდებს კიდევ 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს. კატანიოსმა 48-ე წუთზე ჯერ დუბლი, ხოლო 78-ეზე ჰეთტრიკი შეასრულა, 67-ე და 71-ე წუთზე კი ნადირაძეს პრომესმა გაუტანა.

კომენტარები