სოჭის ოლიმპიადა 2014

გედევანიშვილმა სოჭის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

ელენე გედევანიშვილი
wikipedia.org

გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში მიმდინარე ტურნირზე ფიგურულ სრიალში, ქართველმა ელენე გედევანიშვილმა სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. 

პირველ დღეს, მოკლე პროგრამაში მიღებული 51,59 ქულის შემდეგ, გუშინ, თავისუფალ პროგრამაში 93.21 ქულა მიიღო და საერთო ჯამში მეექვსე პოზიცია დაიკავა. 

ობერსდორფის ტურნირზე, პირველი პოზიცია არავის დაუთმო რუსმა ელენა რადიონოვამ, რომელმაც 188.21 ქულა დააგროვა, მაგრამ იქედან გამომდინარე რომ 14 წლის არის, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ვერ გაემგზავრება.

დღეს, წყვილთა შორის სოჭის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა იბრძოლებენ. პირველ დღეს, ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში 45,47 ქულა დაიმსახურა, რის შემდეგაც მეცამეტე ადგილზე იმყოფება.

კომენტარები