NDI-ის კვლევა

NDI: ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში რადიკალურად არაფერი შეცვლილა

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ არაფერი შეცვლილა.  გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ სამედიცინო დაზღვევა გაუმჯობესდა. 30%-ის აზრით, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაში პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა. 38% კი თვლის, რომ სიტყვის თავისუფლება მეტადაა დაცული.

გამოკითხულთა 20% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა სამუშაო ადგილების თვალსაზრისით გაუარესდა. 6% კი თვლის, რომ ამ მხრივ სიტუაცია დადებითისკენ შეიცვალა. 19%-ის აზრით, ბოლო ერთ წელში საქართველოში კრიმინალმა იმატა, 12% მიიჩნევს, რომ კრიმინალი იგივე დარჩა.

ასევე პრობლემურია ტერიტორიული მთლიანობა, გამოკითხულთა 12%-ის აზრით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გაუარესდა. 3% მიიჩნევს, რომ ამ კუთხით საქართველოში ვითარება არ შეცვლილა.

NDI-ის კვლევა საქართველოში წინასაარჩევნოდ საზოგადოების განწყობას ასახავს.

 

 

კომენტარები