გატაცება გალში

გალში 75 წლის მამაკაცი გაიტაცეს

liberali.ge

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან 75 წლის მამაკაცი გაიტაცეს. გივი ძანძავას თავისუფლების სანაცვლოდ, გამტაცებლები 100 000 დოლარს ითხოვენ. ძანძავას ოჯახში ხუთი ნიღბიანი შეიარაღებული პირი გამთენიისას შეიჭრა. გამტაცებლებმა გივი ძანძავა რუსული საგუშაგოს გავლით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. გატაცებულის შვილებს უკრაინაში საკუთარი ბიზნესი აქვთ და სწორად მათ დაუკავშირდნენ გამტაცებლები გამოსასყიდის მისაღებად. ისინი მოითხოვენ, ოჯახმა ქართველ სამართალდამცველებთან არ ითანამშრომლოს.

კომენტარები