ცესკოს თავმჯდომარე

უწყებათაშორისი კომისია ცესკოს თავმჯდომარის სწრაფად დამტკიცებას ითხოვს

financial.ge

უწყებათაშორისი კომისია პრეზიდენტს მიმართავს, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარსადგენად კანონით განსაზღვრულ ვადას ბოლომდე ნუ გამოიყენებს და პროცესი დააჩქაროს. ანალოგიური რეკომენდაცია აქვს უწყებათაშორის კომისიას ცესკოსთან და პარლამენტთან, რომელთა პრეროგატივაშიც ცესკოს თავმჯდომარის დამტკიცება შედის. აღნიშნულ საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის წევრი, ირინა იმერლიშვილი, საუბრობს.

"ბოლო ვადა 12 სექტემბერია, როცა პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. უწყებათაშორისი კომისიის რეკომედაციაა, რომ ნუ გამოიყენებს ბოლომდე კანონით განსაზღვრულ ამ ვადას და მაქსიმალურად სწრაფად წარადგინოს კანდიდატები. გარდა ამისა, მათი წარდგენის შემდგომ, ცესკოს წევრებს აქვთ 5 დღე, როცა თავმჯდომარე უნდა აირჩიონ და მათდამი რეკომენდაციაც არის, რომ ბოლომდე ნუ გამოიყენებენ ამ 5-დღიან ვადას. იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად ცესკო ვერ მიიღებს და საკითხი პარლამენტში გადაინაცვლებს, პარლამენტისადმი რეკომენდაციაც მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად სწრაფად უყარონ კენჭი წარდგენილ კანდიდატებს და დროულად აირჩიოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი", - თქვა იმერლიშვილმა.

კომენტარები