საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი

ლანჩხუთის გურიამ დინამო თბილისი დაამარცხა

ლანჩხუთის გურია - დინამო თბილისი
fcdinamo.ge

2 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში, ერთმანეთს ლანჩხუთის გურია და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. მატჩი რომელიც ჩელე არენაზე გაიმართა, სენსაციურად მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 2:1 დასრულდა. 

ანგარიში ვილი ისიანმა 46-ე წუთზე გახსნა, 76-ეზე კი ალექსანდრე შენგელიამ გურული გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. დინამოელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს - თავი გიორგი მერებაშვილმა 85-ე წუთზე გამოიჩინა.

გუნდებმა შემდეგი შემადგენლობებით იასპარეზეს:

დინამო: ზარქუა, გველესიანი, ხოჭოლავა (შინდაგორიძე 83), გლიშიჩი, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ხურცილავა, ვუო (ლექვთაძე 58), გოგა (მიქაბერიძე 75)

გურია: ბობღიაშვილი, კუკულაძე (შენგელია 52), ჩუენსუ, შალამბერიძე, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა (ჭეიშვილი 85), კილაძე (დარჩიძე 67), კოშკაძე, ისიანი

კომენტარები