გუშინ, 8 აგვისტოს, პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციასთან "დაიცავი საქართველოს" სამეგრელოს ხელმძღვანელი კახა მიქაია დააკავეს - აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო ინტერპრესნიუსს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უკვე დაუდასტურეს.
სამართალდამცავები მიქაიას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. როგორც "დაიცავი საქართველოს" წევრები ნეგაზეთთან ჰყვებიან, 8 აგვისტოს, საღამოს საათებში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში ჩავიდა. მას რეზიდენციასთან მომიტინგეები დახვდნენ. კახა მიქაიას პრეზიდენტისთვის კითხვის დასმა სურდა, თუმცა სამართალდამცავებმა იგი დააკავეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ტაბულა ცდილობს შსს-სთან დაკავშირებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.





