The Washington Post

მფლობელებმა The Washington Post და The Boston Globe გაყიდეს

Washington Post Co.

The Washington Post 250 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. გაზეთი Amazon.com-ის დამფუძნებელმა ჯეფრი ბეზოსმა შეიძინა. თანხის სანაცვლოდ, ბეზოსი The Washington Post Company-ის კუთვნილ ყველა გამოცემას ყიდულობს.

გაზეთის გაყიდვის შესახებ აღმასრულებელმა დირექტორმა და თავმჯდომარემ დონალდ გრემმა ორშაბათს განაცხადა. Washington Post-ს გრემის ოჯახის უკვე მესამე თაობა მართავდა.

გრემის ოჯახმა Washington Post 1933 წელს აუქციონზე იყიდა. არსებობის მანძილზე დღიური ბრუნვის მაქსიმალური რაოდენობა 900 000-ს შეადგენდა. წელს კი, მარტის მონაცემებით, ბრუნვა 475 000-მდე დაეცა. გაზეთში დასაქმებულთა რიცხვიც 1000-დან 600-მდე შემცირდა.

Washington Post არ არის ერთადერთი გამოცემა, რომელიც გაიყიდა. გასულ კვირას The New York Times Company-მ გაზეთი The Boston Globe 70 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა, მაშინ როდესაც 1993 წელს თავად 1.1 მილიარდ დოლარად შეიძინა. გაზეთის ამჟამინდელი მფლობელი ბოსტონის ბეისბოლის გუნდის - Boston Red Sox-ის მეპატრონე ჯონ ჰენრია.

ანალიტიკოსთა თქმით, დღეს გაზეთებს ბაზარზე მნიშვნელოვანი როლი აღარ აქვთ. ისინი მოგებაზე ორიენტირებულები არ არიან და ფინანსური წნეხისგან თავის დაღწევა სჭირდებათ.

კომენტარები