პრეზიდენტის რეზიდენცია

პრემიერი: პრეზიდენტისთვის ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობა საკმარისია

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

პრემიერმინისტრმა ბიძჳნა ივანიშვილმა, პრეზიდენტის რეზიდენციის შეცვლის საკითხზე ისუაბრა. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტისთვის ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობა საკმარისია და დამატებითი მშენებლობები იქ საჭირო არ არის. 

"დაზუსტებით ვერ გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელეთ. აბსოლუტურად საკმარისია ის შენობა, რომელიც აშენებულია ათონელის ქუჩაზე. როგორც ვიცი, 1500 კვადრატული მეტრია და ეს აბსოლუტურად საკმარისია. ლიტვაშიც საკმაოდ დიდია პრეზიდენტის სასახლე. აქ არჩევითი პრეზიდენტია პრინციპში. ეს ნორმალურია და თვითონ მარგველაშვილიც აცნობიერებს, თუ ის მომავალი პრეზიდენტი გახდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დაადასტურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ახალი პრეზიდენტი ახალ რეზიდენციაში შევა.

"პრეზიდენტის რეზიდენცია განთავსდება კოლმეურნეობის მოედანზე, ათონელის #25-ში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ყოფილ შენობაში. ამ შენობის რემონტი და უკან პატარა შენობის მიდგმა დაწყებული იყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ. ამისთვის, კონკრეტული კომპანიისთვის, შპს არტესისთვის მიცემული იყო დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც, ამ კომპანიას გარკვეული სარემონტო სამუშაოები აქვს შესრულებული. კომპანიას მთლიანი მაკომპლექტებელი მასალები და სარემონტო საშუალებები აქვს შესყიდული და შეძენილი. სამუშაოებს აგრძელებს იგივე კომპანია. ჩვენ ხელშეკრულებაში ცვლილება მოვამზადეთ და ყოველკვირეული გრაფიკი გავწერეთ ამ სამუშაოების, რათა დავაკვირდეთ სამუშაოების მიმდინარეობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფუნქცია ექნება პრეზიდენტის ამჟამინდელ სასახლეს. 

კომენტარები