ამ კითხვის ადრესატი არ არის არც პრეზიდენტი და არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ოფიციალური წერილობითი პასუხი გავეცით, რომ პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს, ეს არის ოფიციალური პასუხი და ეს პასუხი, ეს მიდგომა არ შეცვლილა. შესაბამისად, ამ კითხვის ადრესატები არიან მთავრობის წევრები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ ათონელის ბედი. ცხადია, რომ ათონელის რეზიდენციის თუ შენობის ბედი არ ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ამიტომ მთავრობის წევრებს უნდა დაუსვათ კითხვა, რას უპირებენ იმ რეზიდენციას. პრეზიდენტი რომ იქ არ გადადის, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია და მე დამატებით ამის განმარტებას აღარ ვაპირებ.
tbl.ge/uw8
დაკოპირდა
პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებაზე. მინისტრის თქმით, სასურველია, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები სწრაფად იქნას მიღებული.
ამავე თემაზე
- პრეზიდენტის რეზიდენციის ანტიკვარიატით და თანამედროვე ავეჯით მოწყობა 2 მილიონზე მეტი დაჯდა
- კვირიკაშვილი: პრეზიდენტი თავის რეზიდენციაშია და ეს საკითხი არ უნდა დაისვას
- მეჭიაური: მინიმუმ არაეთიკურია, რომ პრეზიდენტის შესანახად ამდენი ფული იხარჯება
- ივანიშვილი პრეზიდენტზე: რამდენ ხანს შეიძლება ლოდინი? მე უფრო მძაფრად მოვითხოვ
- ივანიშვილი: პრეზიდენტს რა უფლებებიც აქვს, 1500-2000 კვადრატული მეტრო სჭირდება