პარლამენტის თავმდჯომარე

უსუფაშვილი: ნაჩქარევად მიღებული კანონები განწირულია იმისთვის, რომ ვერ იმუშაოს

Usupashvili, Republican Party Chairman and member of Georgian Dream opposition bloc speaks during an interview with Reuters at his office in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

"ნაჩქარევად მიღებული კანონები განწირულია იმისთვის, რომ ვერ იმუშაოს", -  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეუთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (OSCE/ODIHR) ორგანიზებით მიმდინარე სემინარზე ისაუბრა.

უსუფაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში მთავრობამ და საკანონმდებლო ორგანომ ერთმანეთს ოპონირება გაუწიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად ეკარგება აზრი ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.

"ამ ოპონირებასა და დებატებში იბადება სწორი აზრი. ამასთან, ჩვენ არ გვინდა ოპონირება ოპონირებისათვის და დებატები - დებატებისთვის. გვინდა ამ პროცესის შედეგი დემოკრატიულ სტანდარტებთან მეტად მიახლოებული კანონმდებლობა იყოს, ჩვენ ყველამ დავინახოთ, კანონის მიღებას მაშინ აქვს აზრი, თუ ამ კანონის აზრი გათავისებული აქვს საზოგადოებას, თავს მოხვეული და ნაჩქარევად მიღებული საკანონმდებლო აქტები განწირულია იმისთვის, რომ ვერ იმუშაოს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კანონის უზენაესობის პრინციპზეც ისაუბრა და განაცხადა:

"კანონი უზენაესი ხდება არა ძალით, არამედ შეგნებით და ის უნდა სრულდებოდეს, როგორც გააზრებული უზენაესობა. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ვერ დამკვიდრდა კანონის უზენაესობა, არის ის, რომ საზოგადოება მოწყვეტილია ამ პროცესს. ასევე, მნიშვნელოვანია კანონის აღსრულებაზე კონტროლი. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ მაქსიმალურად ღია და გახსნილი ამ პროცესში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები