სანდრო გირგვლიანის საქმე

ოლეგ მელნიკოვს და დათა ახალაიას ბრალი დაუმძიმდათ

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ყოფილ თანამშრომელს, ოლეგ მელნიკოვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას მელნიკოვის ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ავრცელებს. 

გამოძიების მიხედვით, მელნიკოვს გირგვლიანის მკვლელობის თანამოწილეობა ედება ბრალად. ბრალდების მხარის მიხედვით, სწორედ მან გასცა გირგვლიანის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასმის ბრძანება. 

მელნიკოვი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება და მისი ექსტრადირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. 

დღესვე გირგვლიანის საქმეზე ბრალს დაუმძიმებენ კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელს, დათა ახალაიას. სწორედ მას ედება ბრალად სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორების ბრძანების გაცემა. გამოძიების მიხედვით, დათა ახალაიასვე ჰქონდა ჩაბარებული ამ საქმის გამოძიება. დათა ახალაია ძებნაშია. 

კომენტარები