ადგილობრივი თვითმმართველობა

სასამართლომ თვითმმართველობის 4 მაღალჩინოსანი დარბაზიდან გაათავისუფლა

kyivpost.com
რუსთავის რაიონულმა სასამართლომ დედაქალაქის თვითმმართველობის 4 მაღალჩინოსანი, რომელთაც ბრალად დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვა ედებათ, უკანონოდ დაპატიმრებულებად აღიარა და დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლე მადონა მაისურაძემ განმარტა, რომ მაღალჩინოსანთა დაკავების პროცედურა მთელი რიგი დარღვევების ფონზე განხორციელდა, რის გამოც სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დარბაზში ოვაციები მოყვა. 
 
სასამართლო სხდომაზე პროცესზე ამჟამად აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი იხილება. პროკურორმა გიგა ძნელაძემ თბილისის მერიის თანამდებობის პირებისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს აღმკვეთი ღონისძიება არ შეეფარდოთ. 
 
”ინტერპრესნიუსის” ცნობით, ბრალდებულ დავით ალავიძის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა წარადგინა თავდებობის სამი წერილი. 23 პარლამენტარი, როგორც უმცირესობა, ისე უმრავლესობა, ასევე, რუსთავისა და თბილისის საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს თავდებში უდგებიან.
 
რუსთავის რაიონულ სასამართლოში სხდომას საპარლამენტო უმცირესობის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებიან. ადგილზე თბილისის მერი, გიგი უგულავაც იმყოფება. 
 
 

კომენტარები