ადგილობრივი თვითმმართველობა

მერიის ოთხ მაღალჩინოსანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

Wikipedia

თბილისის მერიის ოთხ მაღალჩინოსანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მათთვის აღმკვეთი ღონისძიების განსაზღვრაზე, თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. 

დაკავებულები ამჟამად ე.წ. მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

მერიის მაღალჩინოსნებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას ედავებიან, რასაც თავად ბრალდებულები არ აღიარებენ. 

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ალექსი თაბუაშვილი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი და მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხაიძე დააკავეს. 

 

კომენტარები