ადგილობრივი თვითმმართველობა

თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები პროკურატურაში ჩივიან

tbilisi.gov.ge

თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. სარჩელი გუშინ დილით დაკავებული 22 პირის სახელით შევიდა. მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები მათი დაკავების ფაქტების გამოძიებას და იმ ადამიანების სამართლებრივ შეფასებას ითხოვენ, ვინც უკანონო დაკავების გადაწყვეტილებები მიიღო.

"მათ ქმედებებს მხოლოდ და მხოლოდ აღვირახსნილი ქმედებები შეიძლება ეწოდოს, რომელიც ყველანაირ კანონიერ ჩარჩოს სცდება. ამ ფონზე, როდესაც ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიყვანა საგამოძიებო სამსახურში მოხდა მხოლოდ მოწმის სახით, ვინმეს თუ გინახავთ, მოწმეები ბორკილებდადებული ეტარებინოთ აქეთ-იქით?", - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მამუკა ახვლედიანმა.

კომენტარები