გირგვლიანის საქმე

პროკურატურამ გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი დააკავა

justice.gov.ge

თბილისის პროკურატურამ სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის გატაცებისა და ოქროყანის სასაფლაოზე ჩადენილი დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი დავით ქოქიაშვილი დააკავა - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქოქიაშვილის მონაწილეობა დანაშაულში ბოლო პერიოდანმდე საზოგადოებისთვის დაფარული იყო.

„დაკავებული დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2006 წლის 30 სექტემბრიდან იგი მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსად დაინიშნა, შემდეგ შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად. ამ თანამდებაზე დავით ქოქიაშვილმა 2011 წლის სექტემბრამდე დაჰყო. 2011 წლის სექტემბრიდან „კუდ"-ის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2012 წლის 18 ოქტომბრამდე ისანი-სამგორის შს სამმართველოს უფროსად, საიდანაც დაითხოვეს." - ნათქვამია განცხადებაში.

24 ივნისს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბრალი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს დაუმძიმდა.

 

კომენტარები