ფარული ჩანაწერების და უკანონო მოსმენების შესახებ ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებული იქნა განსახილველად. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ერთჯერადი სახით აცხადებს ამნისტიას და საშუალებას აძლევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ ის პირები, ვინც ამ კანონის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში პროკურატურას გადასცემენ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ კერძო კომუნიკაციის ჩანაწერს, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ მასალებს, კომპიუტერულ მონაცემს, პირადი მიმოწერის ამსახველ ინფორმაციას, საფოსტო გზავნილს, ტელეფონით თუ სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერს, აგრეთვე ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ ინფორმაციას. აღნიშნული კანონი ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც სსკ-ს 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 2012 წლის დეკემბრამდე ჩაიდინეს.

parliament.ge
tbl.ge/13bp
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




