სანდრო გირგვლიანის საქმე

წულუკიანი: ვერ ვეგუებოდი, რომ გირგვლიანის საქმის პროკურორი დიდხანს დარჩა თანამდებობაზე

გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამომძიებელი პროკურორი ვალერი ლაცუზბაია თანამდებობიდან გათავისუფლდა. მინისტრთან ინტერვიუ დღეს, 5 ივნისს, გამოქვეყნდა.

"ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ის საკმაოდ დიდხანს დარჩა თანამდებობაზე, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ის უკვე აღარ არის ამ პოსტზე. პროკურატურაში საკადრო პოლიტიკა მხოლოდ იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ის კადრები, რომლებმაც სამართალი და სამართლიანობა დააზიანეს წარსულში, აღარ მუშაობდნენ პროკურატურის ორგანოებში", - განაცხადა წულუკიანმა.  

წულუკიანმა იქვე განმარტა, რომ ამჟამად გირგვლიანის საქმე კომპეტენტური გამომძიებლის ხელშია, რომელმაც უკვე "ბევრი ახალი მტკიცებულება" მოიპოვა. 

კომენტარები