შსს

ღარიბაშვილი: პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივი მომავალ კვირას განადგურდება

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივის განადგურებას მომავალ კვირაში გეგმავენ. მათ კი, ვისაც ჩანაწერების ასლები გააჩნია, ახალი ხელისუფლება, უწყებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ამნისტიას სთავაზობს. მინისტრის თქმით, მათ შესაძლებლობა მიეცემათ, ერთი თვის განმავლობაში ჩააბარონ ჩანაწერები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონის მიხედვით დაისჯებიან.

"რა თქმა უნდა, მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ვაკრიტიკო წინა მთავრობა, თუმცა ეს არქივი წარმოადგენს იმის თვალსაჩინო მაგალითს, თუ როგორ მუშაობდა წინა მთავრობა, რა მეთოდებს იყენებდა ხალხის წინააღმდეგ. არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ საკუთარი გუნდის წევრების წინააღმდეგ. ეს სამარცხვინო ფაქტია, რის გამოც ჩვენ ვგეგმავთ არქივის განადგურებას მომდევნო კვირაში. ჩვენ მოვილაპარაკეთ სახალხო დამცველის ოფისთან ერთად, რომ არქივი უნდა განადგურდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები