ოკუპირებული რეგიონები

რუსმა სამხედროებმა ცხინვალის რეგიონთან საზღვარი გადმოსწიეს

ცხინვალი რუსული ავიადაბომბვების შემდეგ. აგვისტო 2008
Reuters

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებთან, დიცთან და დვანთან, ე.წ. საზღვარი გადმოსწიეს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა დიცთან სასაზღვრო ნაგებობების დამონტაჟება დაიწყეს. 

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ერედვის მიმართულებით ოკუპანტებს მავთულხლართი აქამდეც ჰქონდათ გავლებული, თუმცა ამჯერად პერიმეტრს ოფიციალური ნაგებობით რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით აშენებენ. დიცელები ამბობენ, რომ რუსების მიერ გავლებული ახალი საზღვარი პირდაპირ მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გადის, რის გამოც ნაკვეთებში უსაფრთხოდ გადაადგილება მკვეთრად შეეზღუდებათ. 

საზღვრების გადმოწევის ფაქტს რამდენიმე წუთის წინ შიდა ქართლის გუბერნატორიც გამოეხმაურა. ზურაბ ჩხეიძე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მათ შორის - საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობები, რომ შეჩერდეს მოვლენების ამ ფორმით განვითარება.

კომენტარები