1 მაისის აქცია

პო­ლი­ცი­ამ 1 მა­ი­სის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­ა­კა­ვა

მშრო­მელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თუ­ლი აქ­ცია, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა „ლა­ბო­რა­ტო­რია 1918“-ის მი­ერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, პო­ლი­ცი­ა­სა და დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბით დას­რულ­და. რო­გორც თვით­მხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, და­პი­რის­პი­რე­ბა ზე­მე­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­იწ­ყო, რო­დე­საც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გზის გა­და­კეტ­ვას ცდი­ლობ­დნენ. რო­გორც თვით­მხილ­ვე­ლი მა­რი ნი­კუ­რა­ძე აც­ხა­დებს ტა­ბუ­ლას­თან სა­უ­ბარ­ში, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ვან­და­ლებს უწო­დებ­დნენ და ფი­ზი­კუ­რა­დაც გა­უს­წორ­დნენ. ასე­ვე და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი.

ამ­ჟა­მად აქ­ცი­ის და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი. 7 სა­ათ­ზე ისი­ნი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ, სა­დაც მა­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. რო­გორც მათ ტა­ბუ­ლას გა­ნუც­ხა­დეს, გზა მხო­ლოდ ნა­ხევ­რად ჰქონ­დათ გა­და­კე­ტი­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნად მი­დი­ოდ­ნენ, ხო­ლო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა მას შემ­დეგ და­იწ­ყეს, რაც პო­ლი­ცი­ამ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­კა­ვე­ბა და­იწ­ყო. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს აქვთ და­კა­ვე­ბულ­თა სია, სა­დაც შემ­დე­გი სა­ხე­ლე­ბია მი­თი­თე­ბუ­ლი: ჯა­ბა შა­ვიშ­ვი­ლი, მა­თე გა­ბი­ცი­ნაშ­ვი­ლი, სან­დრო ცა­გა­რე­ლი, ლე­ვან აბა­ში­ძე, ირაკ­ლი სუ­ლა­ვა, რე­ვაზ კო­პა­ლი­ა­ნი, სოფ­რო­მა­ძე გი­ორ­გი, ხვი­ჩა ყა­ზი­აშ­ვი­ლი, თორ­ნი­კე ში­ლინ­დროშ­ვი­ლი, ლე­ვან ალა­დაშ­ვი­ლი, თორ­ნი­კე ჩი­ვა­ძე, გო­ჩა ჩუ­ბი­ნი­ძე, არ­ჩილ წე­რე­თე­ლი, თორ­ნი­კე კვან­ჭი­ა­ნი, ლე­ვან გო­გი­ძე, გი­ორ­გი გა­ბე­ლია, გი­ორ­გი ნა­ნი­აშ­ვი­ლი. ჟურ­ნა­ლის ”ლი­ბე­რა­ლის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერ­თი და­კა­ვე­ბუ­ლი ასე­ვე მა­თი ჟურ­ნა­ლის­ტი ანი ჭან­კო­ტა­ძეა.

ტა­ბუ­ლამ სცა­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა, პა­სუ­ხის მი­ღე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ხერ­ხდე­ბა. ტა­ბუ­ლას ჯგუ­ფი 7 სა­ათ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს და და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

კომენტარები