NDI-ის კვლევა

NDI: 60%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას, 10%-ის - ნაციონალური მოძრაობა

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 60%-ის პასუხია ქართული ოცნება, ხოლო 10%-ის - ნაციონალური მოძრაობა. მეორე არჩევნით აღნიშნული პარტიები 3-3%-მა დაასახელა.

ნოემბრის კვლევასთან შედარებით, ქართული ოცნების მაჩვენებელი 3%-ით არის დაკლებული. ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელი არ შეცვლილა.

არცერთი პარტია პასუხობს - 11%. ხოლო მეორე არჩევანი, ისევე როგორც წინა კვლევის დროს, არ აქვს 53%-ს.

სხვა პარტიები პირველი არჩევნით დაასახელა 4%-მა, ხოლო მეორე არჩევნით 11%-მა.

პასუხზე უარი განაცხადა და პასუხი არ აქვს ჯამში 20%-ს.

კვლევა ქვეყნის მასშტაბით, 13-27 მარტის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით 3,103 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.5%-ს შეადგენდა. იგი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა და შვედეთის განვითარების ფონდის მიერ არის და-ფინანსებული. წინა კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2012 წლის ნოემბერში წარმოადგინა.

კომენტარები