ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა.
გამოკითხულთა უმრავლესობას - 92%-ს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს. მეორე ადგილზე ბიძინა ივანიშვილია 75%-ით. წინა კვლევასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 5%-ითაა შემცირებული. 3%-ითაა გაზრდილი პარლამენტის თავმჯდომარის რეიტინგი - უსუფაშვილი გამოკითხულთა 66%-ს მოსწონს.
უმრავლესობიდან 8%-ითაა შემცირებულია ეკა ბესელიასა და ზვიად ძიძიგურის რეიტინგებიც - ბესელია გამოკითხულთა 53%-ს, ხოლო ძიძიგური - 52%-ს მოსწონს.
კვლევა ქვეყნის მასშტაბით, 13-27 მარტის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით 3,103 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.5%-ს შეადგენდა. იგი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა და შვედეთის განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. წინა კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2012 წლის ნოემბერში წარმოადგინა.





