საჯარო სამსახური

ბაქრაძე: არჩევნების შემდეგ სამსახური 5000-მა საჯარო მოხელემ დაკარგა

უმცირესობის ერთ-ერთი წევრის დავით ბაქრაძის თქმით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით 5000 საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ბაქრაძემ ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან შეხვედრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა კი განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული პირებისა და ნეპოტიზმის შესახებ ინფორმაციას საელჩოებსა და შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს აწვდის. 

მუნიციპალიტეტების დონეზე საჯარო მოხელეების გათავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა არამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ. ანგარიშის მიხედვით, არჩევნების შემდეგ  28 თებერვლამდე 69 მუნიციპალიტეტში 1790 საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. 

კომენტარები