ბათუმის ინციდენტი

ბათუმის სახლის მფლობელის ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეზოში დგას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ნინო ტავლალაშვილი აცხადებს, რომ ავტომობილი, რომლითაც "ბათუმის სახლის" მფლობელი საბირ ნურიევი გადაადგილდებოდა, ბათუმში, საპატრულო პოლიციის ეზოში დგას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავცრელებს,

"ამ მანქანით რომ გადაადგილდებოდა "ბათუმის სახლის" მეპატრონე, ისედაც ვიცოდით, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენჯერმე მასთან ურთიერთობისას დავინახეთ, როგორ  მართავდა მანქანას. შემდგომ უკვე, გუშინ ავტომობილი საპატრულოს ეზოში აღმოვაჩინეთ. ნურიევს ვუკავშირდებოდით, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა", - აღნიშნა ტავლალაშვილმა. 

შეგახსენებთ, სა­იას წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და აჭა­რის პო­ლი­ცი­ის სამ­ხა­რეო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ას შო­რის ინ­ცი­დენ­ტი "ბა­თუ­მის სახ­ლთან" და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ვი­დე­ოთ­ვალ­მა და­ა­ფიქ­სი­რა. ობი­ექ­ტის მფლო­ბელ­მა სა­ბირ ნუ­რუ­ევ­მა იმა­ვე დღეს გა­ნაც­ხა­და, რომ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ნა­წე­რი ამო­ი­ღეს, რომ­ლის ნა­წი­ლი შემ­დეგ წაშ­ლი­ლი აღ­მოჩ­და. შსს-ს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ გა­ნაც­ხა­და, რომ ჩა­ნა­წე­რის წაშ­ლა და­უ­დევ­რო­ბით მოხ­და.

დღეს, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, საიას თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ ინ­ცი­დენ­ტის ად­გილ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ობი­ექ­ტის, "ბა­თუ­მის სახ­ლის" მე­პატ­რო­ნე, ში­შის გა­მო, სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბას აპი­რებ­და.   

''ბა­თუ­მის სახ­ლი" და­კე­ტი­ლი იყო 2-3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­სი მე­პატ­რო­ნე შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო და ჩემ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა უნ­და. ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ობი­ექ­ტი მარ­თლა და­ი­კე­ტა და ეს ადა­მი­ა­ნი აღარ ჩან­და, შსს მას ეძებ­და, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ პო­უ­ლობ­და", - აღ­ნიშ­ნა კო­ჟო­რი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას, გა­იხ­სნა თუ არა ობიექ­ტი და მო­ხერ­ხდა თუ არა მი­სი მე­პატ­რო­ნის პოვ­ნა. 

კომენტარები