ადგილობრივი თვითმმართველობა

სამართლიანი არჩევნები: თბილისის საკრებულოს სხდომების საჯაროობა არაა უზრუნველყოფილი

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები ავრცელებს სპეციალურ განცხადებას, რომლითაც შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თბილისის საკრებულო დაინტერესებული პირების სხდომებზე დასწრების შესაძლებლობას ვერ უზრუნველყოფს. ს
საკრებულოს აპარატის უფროს განცხადება, რომ საკრებულოს "არ გააჩნია შესაბამისი სხდომათა დარბაზი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებულ პირთა დასწრება", სამართლიანი არჩევნებისთვის მიუღებელი არგუმენტია. 
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონით და თბილისის საკრებულოს რეგლამენტთ, მკაფიოდაა ჩამოყალიბებული მოთხოვნა საკრებულოს სხდომის ღიაობის შესახებ. სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ ამის გამო ორგანიზაცია ვერ ახერხებს მონიტორინგის ფარგლებში საკრებულოს სხდომებზე დასწრებას.
სამართლიანი არჩევნები ასევე ავრცელებს ვიდეომასალას, რომელშიც ასახულია, რომ 29 მარტს ჩატარებულ სხდომაზე საკრებულოს წევრი ვახტანგ ცაგარეიშვილი სხვა დეპუტატის ნაცვლად აძლევს ხმას. 
"აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობის“ შესახებ ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის იმპერატიულ მოთხოვნას, რომლის თანახმად „საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 სამართლიანი არჩევნები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს, რათა უზრუნველყოს საკრებულოს სხდომების ღიაობა და გამჭვირვალობა დაინტერესებული პირებისთვისა. 
"ჩვენთვის, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის სრულიად მიუღებელია ხელოვნური ბარიერების დაწესება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის პროცესში",– ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები