ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში

ხუციშვილი დამარცხდა და ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა

დავით ხუციშვილი (74) ევროპის ჩემპიონატს უმედლოდ დაემშვიდობა. ქართველმა რეპეშაჟის ნახევარფინალში შეხვედრა ბულგარელ ბაზანთან დათმო. ხუციშვილმა პირველ პერიოდში მსაჯისგან გაფრთხილება მიიღო, თუმცა ბოლოს წარმატებული ილეთი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. სამწუხაროდ, წესების თანახმად, უპირატესობა ბულგარელ სპორტსმენს მიენიჭა, რადგან გაფრთხილების უპირატესობას ფლობდა. საბოლოოდ გამარჯვება ბაზანს დარჩა და რეპეშაჟის ფინალშიც სწორედ ის იჭიდავებს.

კომენტარები