ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში

ქართველმა მოჭიდავეებმა ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

თბილისში მიმდინარე ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ) საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. 

25 წლის სპორტსმენი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, მან ფინალურ შეხვედრაში ბელორუს ვლადისლავ ანდრეევის წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში,  გაიმარჯვა.

მანამდე ედიშერაშვილი ნახევარფინალში რუს არტიომ დაგებეკოვს შეხვდა და 1:0, 5:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ფრანგ ელ ოუარაქს 1:0 1:0 აჯობა. 

თავის მხრივ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60 კგ) მესამე ადგილი დაიკავა. რეპეშაჟის ფინალში ქართველმა თურქ მუნირ რეჯეფ აქთაშს პირველ პერიოდში 3:1 მოუგო, მეორეში კი 6:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

კომენტარები