აშშ-ის ელჩი

ნორლანდი: საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს შიდაპოლიტიკური განსჯის საგანია

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა, შეხვედრები გამართა. ნორლანდი პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს შეხვდა. შეხვედრებზე საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო.

როგორც შეხვედრების დასრულების შემდეგ აშშ-ის ელჩმა განაცხადა, ''საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს შიდაპოლიტიკური განსჯის საგანია''.

"დამთხვევაა, რომ პარლამენტში ვიმყოფები იმ დღეს, როდესაც პარლამენტი განიხილავს მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს. აშკარად, ეს გახლავთ საქართველოს შიდაპოლიტიკური განსჯის საგანი. რამდენადაც ვიცი პრესიდან, ორივე მხარე თანხდება შინაარსზე. მაგრამ, როგორც ეს დემოკრატიულ პროცესში ხდება, თითოეული მხარე ცდილობს მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავისი ამომრჩევლების ინტერესები და ამას ვხედავთ ჩვენ. ჩვენი გზავნილი არის შემდეგი - საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიულ გზაზე წინსვლა. იქნება თემები, რომელიც იქნება განსჯის საგანი. მაგრამ კომპრომისისა და დებატების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები არის რეალურად მისაღები", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები