მილოცვა

ივანიშვილი რომის პაპ ფრანცისკეს არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რომის პაპ ფრანცისკეს კათოლიკე ეკლესიის წინამძღვრად არჩევას ულოცავს.

"ქართველი ხალხის და პირადად ჩემი სახელით მსურს გულწრფელად მოგილოცოთ იმ უმაღლესი მისიის დაკისრება, როგორიც კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად თქვენი არჩევაა. გისურვებთ ხანგრძლივ პონტიფიკატს, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაუღალავად იღვაწოთ რელიგიათა შორის დიალოგის, ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვისათვის, გლახაკთა და უპოვართა შემწეობისთვის, რაც თქვენი საეკლესიო მსახურების მთავარ ძალისხმევას წარმოადგენდა აქამდეც.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეუპოვრად გააგრძელებთ ბრძოლას თქვენი წინამორბედის, ბენედიქტ მეთექვსმეტის მსგავსად, ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრებისათვის.

თქვენო უწმინდესობავ, ამ ღირსშესანიშნავი გარემოების გათავლისწინებით, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ სულიერი და ფიზიკური მხნეობა კათოლიკური ეკლესიისა და მსოფლიო თანამეგობრობის საკეთილდღეოდ აქტიური და ხანგრძლივი მსახურებისათვის", - ნათქვამია მილოცვაში.

 

კომენტარები