ევროპის სახალხო პარტია

მარტენსი: თუ ჩვენს დეკლარაციას არ გაითვალისწინებენ, ასოცირების ხელშეკრულებას ვერ დავასრულებთ

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა ბრიუსელში საზოგადოებრივმაუწყებელს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, ის ყურადღებით გაეცნო საქართველოს პრემიერმინისტრის წერილს. 

"ევროპელების მიერ გაკეთებული განცხადებები და დაფიქსირებული შეშფოთება კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით არ უნდა იყოს აღქმული, როგორც შეტევა, ვინაიდან ეს არის განმარტება იმის, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიული სახელმწიფო", - განაცხადა მარტენსმა. 

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, საქართველოს ახალ მთავრობას წერილებში დაფიქსირებული მიზნების, სურვილებისა და პოზიციების საქმითა და ფაქტებით დადასტურებას სთხოვს.

"ჩვენ მივიღეთ დღევანდელი შეხვედრის შემდე დეკლარაცია, ჩვენთვის ეს არის საგზაო რუკა, ეს არის ჩენი პოზიტიური პასუხი, მაგრამ ამასთანავე მკაფიო პასუხი გამოხატული და ჩამოყალიბებული დეკლარაციის სახით. ეს არის დემოკრატიის ფუნქციონირება ყველა ელემენტის ჩათვლით, ყველა არსებითი პრინციპის გათვალისწინებით. ჩვენ ვითხოვთ თავისუფალ მართლმსაჯულებას, ხაზს ვუსვამ, თავისუფალ მართლმსაჯულებას ყველა ელემენტის გათვალისწინებით და თავისუფალ გარემოს მედიისთვის. ეს არის ჩვენი პოზიტიური მიდგომა და დამოკიდებულება, ჩვენი ანალიზი გადმოცემული საგზაო რუკის სახით. ეს არის ის, რასაც ვფიქრობთ. არ არის საკმარისი და დამაკმაყოფილებელი წერილების გაცვლა, ჩვენ ასევე გვჭირდება ფაქტები და თანაც კონკრეტული ფაქტები. ამიტომ ჩენ გავაკეთეთ ყურადღების კონცენტრაცია დემოკრატიაზე, მის სრულფასოვან ფუნქციონირებაზე, ჩვენ გავაკეთეთ ევროპარლამენტის 23 წევრის განცხადება. ჩვენი დელეგაცია იყო საქართველოში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ძალიან შეშფოთებული იმით, რაც მოხდა, მაგალითად, 8 თებერვალს საქართველოში", - აცხადებს ვილფრედ მარტენსი.

მარტენსმა კომენტარი გააკეთა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ რა შეიძლება იყოს ამ პროცესში წამახალისებელი დარჩენილ დროში და ასევე, რა რისკები და საფრთხეები არსებობს, რამ შეიძლება შეანელოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესი.

"პირველი არის ის, რომ თქვენ ვერ უარყოფთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ესმოდა და აანალიზებდა ნამდვილი დემოკრატიის მნიშვნელობას და არსს და ამის დადასტურებაა საქართველოში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები. პრეზიდენტმა აღიარა დამარცხება და მოხდა ხელისუფლების გადაცემა ახალ მთავრობასა და ახალ უმრავლესობაზე საკანონმდებლო ორგანოში. ამიტომ ამ კუთხით კრიტიკა ჩვენთვის მიუღებელია. მეორე - ეს არის შეტევა, ჩვენ ვითხოვთ იმ სამ არსებით პრინციპს, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული სახელმწიფო. თუკი სურს საქართველოს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, თუ სურს ევროპული პერსპექტივა, უნდა მოხდეს იმ პრინციპების გათვალისწინება, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ღირებულებებს. ეს არ არის პრემიერზე შეტევა, ეს არის განმრტება თუ რა არსებით ღირებულებებზეა საუბარი და რას ნიშნავს გქონდეს ევროპული პერსპექტივა - იყო ევროპელი და მომავალში უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენი შეშფოთების მთავარი მიზეზი ის მიდგომაა, ის პოლიტიკა და ტრადიციების შეუსრულებლობა, რასაც ევროკავშირი უკვე წლებია ეფუძნება. ეს არის დემოკრატია და თითოეული ადამიანის თავისუფლების ცნობა და აღიარება. ვფიქრობთ, დეკლარაციაში ნათლად ჩაიწერა, რომ თუ ეს არსებითი საკითხები არ იქნება მიღებული და გაზიარებული, ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება შეუძლებელია", - განაცხადა ვილფრედ მარტენსმა. 

შეგახსენებთ, რომ ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ დეკ­ლა­რა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბის­თვის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა შეს­თა­ვა­ზა.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს და ხაზს უს­ვამს პროგ­რესს, რო­მე­ლიც ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ტარ­და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის სფე­რო­ში. პარ­ტია ამ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დარ­ჩე­ნი­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

კომენტარები