იტალიის არჩევნები

იტალიის არჩევნებში უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა

იტალიაში საპარლამენტო არჩევნების შედეგად უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ პიერ ლუიჯი ბერსანის მემარცხენე-ცენტრისტულმა ბლოკმა ქვედა პალატაში გაიმარჯვა, სენატში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. პარტიამ ხმათა 29.54% მიიღო.

ბერსანიმ სენატის არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობისთვის საჭირო 154 ადგილი ვერ მოიპოვა. კანონპროექტების დასამტკიცებლად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ორივე პალატის თანხმობაა საჭირო.

ყოფილი პრემიერმინისტრის სილვიო ბერლუსკონის პარტიამ ქვედა პალატაში ხმათა 29.18% მიიღო და უმრავლესობა დათმო. პრემიერ მარიო მონტის პარტიამ კი ხმათა მხოლოდ 10% მოიპოვა.

 პრემიერმინისტრმა მონტიმ განაცხადა, რომ პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მთავრობის ჩამოყალიბება შესაძლებელი გახდეს და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნას. ბერლუსკონიმ გამორიცხა მონტის პარტიასთან თანამშრომლობა და, ამავდროულად,  ახალი არჩევნების ჩატარებაზეც უარი თქვა. ახალ არჩევნებზე უარი განაცხადა მემარცხენე- ცენტრისტული პარტიის ლიდერმა ბერსანიმაც. 

კომენტარები